საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი გერმანიაში ლეგენდარული უფლებადამცველის, ჰანს ლითენის იდეების მემკვიდრედ გამოაცხადეს

 ექსკლუზივი

 ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი ლეგენდარული გერმანელი უფლებადამცველის, ჰანს ლითენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპატიო სტუმრისა და მომხსენებლის სტატუსით დაეწრო. მსგავსი რამ, არ მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 დღეს, ბერლინში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდის _ ადვოკატ ჰანს ლითენის სიკვდილიდან 80 წლის თავზე, გერმანიის ადვოკატთა ასოციაციამ დიდი მიღება გამართა. ღონისძიებას ესწრებოდა ბერლინის ადვოკატთა და პოლიტიკოსთა ელიტა. მას უძღვებოდა ჰანს ლითენის ძმის შვილი, საპატიო სტუმრისა და მომხსენებელის სტატუსით კი მიწვეული იყო ერთადერთი უფლებადამცველი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2017 წლის უფლებადამცველად აღიარებული ქართველი ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.

 ადვოკატთა ასოციაცის ყოფილმა თავმჯდომარემ დიდი მადლობა გადაუხადა გერმანიის ადვოკატთა ასოციაციას ასეთი დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ ჰანს ლითენი არის მისთვის ყველაზე დიდი ადამიანი, ლეგენდა, ბრძოლისა და თავდადების მაგალითი, რომლისგანაც ბევრი ისწავლა, როცა იცავდა ადვოკატის უფლებებს.

 ზაზა ხატიაშვილმა გამოსვლის ბოლოს აღნიშნა, რომ საქართველოში ადვოკატებს საადვოკატო საქმიანობის განხორცილება უჭირთ. ისაუბრა გიორგი მდინარაძის წამების ფაქტზე და მას უპრეცედენტო უწოდა. ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა უფლებადამცველს, ერთად იბრძოლონ ადვოკატის უფლებებისთვის, რადგან სხვანაირად, წარმოუდგნელია შედეგის მიღწევა.

 ჰანს ლითენის ძმისშვილმა  სიტყვით გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ზაზა ხატიაშვილის თავდადებით და მას, ჰანს ლითენის იდეების მემკვიდრე უწოდა.

  ადვოკატი ჰანს ლითენი გერმანიაში ლეგენდარულ ადამიანად ითვლება. მან დაკითხა ადოლფ ჰიტლერი 1931 წელს. სასამართლოში, 3 საათის განმავლობაში, ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ჰიტლერის ბრძანებით მოხდა ორი მოქალაქის სიკვდილი. 1932 წელს, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადვოკატი ჰანს ლითენი დააპატიმრებს და მოათავსეს საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც სასტიკად აწამებდნენ. 1938 წელს, მორიგი წამების შემდეგ, ადვოკატმა ჰანს ლითენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 ბერლინში არის ჰანს ლითენის სახელობის ქუჩა, რამდენიმე მემორიალური დაფა. წელიწადში ორჯერ გერმანიის ადვოკატთა ასოციაცია გადასცემს ჰანს ლითენის ჯილდოს იმ პირებს, რომლებმაც  დიდი როლი ითამაშეს დემოკრატიის განვითარებაში და ადამიანის უფლებების დაცვაში.

 2011 წელში კი  BBC-ის დაკვეთით გადაიღეს ფილმი ჰანს ლითენის შესახებ _ ,,ადამიანი, რომელთანაც ჰიტლერმა წააგო”. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ბერლინის ადვოკატთა გაერთიანებას ეწოდა ჰანს ლიტენის სახელი.

euronews.ge ბერლინში ზაზა ხატიაშვილს დაუკავშირდა.

,,ეს სურათი ღონისძიების დასასრულს გადავიღეთ. მე მიჭირავს ჰანს ლითენის ნახატის ფოტო, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკშია შესრულებული. ლითენის ძმისშვილს კი უკავია ორი ფოტოსურათი. ერთზე ახალგაზრდა ლითენია გამოსახული და მეორეზე _ ლითენის დედა. 

ღონისძიებაზე გამოაცხადეს, რომ მე ვარ ლითენის იდეების მემკვიდრე, ამიტომ მთხოვეს, მისი ფოტო დამეკავებინა. ყურებს არ დავუჯერე, როცა ეს თქვეს და ამეტირა… “ _ გვითხრა ზაზა ხატიაშვილმა.

ნელი ვარდიაშვილი

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close