საზოგადოება

ავერსი სოციალურად დაუცველ პენსიონერს თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში მოემსახურება ყოველ დღე ფასდაკლებით და საჩუქრად გადასცემს 50 ლარიან სასაჩუქრე ბარათს

თბილისის მერიის ახალი პროექტის ფარგლებში, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველ პირებს გადაეცემათ 500 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ ნებისმიერ ავერსის აფთიაქში ლიმიტის ამოწურვამდე. ვაუჩერით სარგებლობისთვის აუცილებელია ბენეფიციარს ჰქონდეს ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების ჩამონათვალი.  ავერსი 500 ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში არსებულ მომხმარებლებს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ფასდაკლების დღეების ფასებით.

სოციალურად დაუცველ პენსიონერს 500 ლარის განაღდების შემთხვევაში ავერსი საჩუქრად გადასცემს 50 ლარიან სასაჩუქრე ბარათს, რომლითაც შეძლებენ მათთვის  საურველი ნებისმიერი პროდუქტის შეძენას, რომელიც ავერსის აფთიაქშია წარმოდგენილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close