კატეგორიის გარეშე

,,სიყალბის ვულკანის დამფინანსებელი ,,თი ბი სი ბანკი”-ს დამფუძნებელი – ბადრი ჯაფარიძე ყოფილა”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მოკლედ, სიცრუეში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, პირველ ადგილს საქართველოს ენდიაი დაიკავებდა. დღეს კიდევ გადმოიფრქვა ტრადიციული სიყალბის ვულკანი, რომლის თანახმადაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციის ვარსკვლავად, ვინმე ბაქრაძე გაკაშკაშებულა. თუმცა ეს ძველია. ახლა გავარკვიეთ მთავარი ამბავი, თურმე მთელი ამ ავან-ჩავანის მამოძრავებელ-დამფინანსებელი არც მეტი არც ნაკლები, ჩვენი ხალხის გამაუბედურებელი, თიბისი ბანკის დამფუძნებელი, ჯაფარიძე ყოფილა. არა და, ეგ რომ ხუთეულში მოგვახვედრებს თავის უბოროტეს მტერს, ლეიბორისტულ პარტიას, ესე იგი მინიმუმ ათჯერ მეტი რეიტინგი გვქონია.

აი, მისი ბიოგრაფიაც:

  ბადრი ჯაფარიძე არის თიბისი ბანკის დამფუძნებელი, აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე. ასევე, თიბისი ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი. ბადრი ჯაფარიძე აგრეთვე ქართული მინისა და მინერალური წყლების თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტიცაა.

ჯაფარიძე ფლობს ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტიდან. იგი ასევე სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1997 წლამდე ბადრი ჯაფარიძე ფსიქოლოგიის ლექტორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რედაქტირება გაუკეთა 10 სამეცნიერო პუბლიკაციას. გარდა აკადემიური კარიერისა, იგი ჩართული იყო პოლიტიკაშიც. 1990 წელს იგი აირჩიეს ონის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად საქართველოს უმაღლეს საბჭოში და მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 2004 წლიდან ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close