მსოფლიო

ავტომობილებს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სანომრე ნიშნებით, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ

ავტომობილებს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სანომრე ნიშნებით, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. შესაბამისი დადგენილება 17 ოქტომბერს შევიდა ძალაში.

შეზღუდვა ეხება მანქანებს, რომლებიც პირველად კვეთენ რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვარს. რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ახლადშეძენილი მანქანების შეყვანა იზღუდება.

ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე არც რუსეთისა და არც ოკუპირებული რეგიონის ე.წ საბაჟო სამსახურებში აღნიშნულ შეზღუდვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ე.წ. უწყებათა წარმომადგენლების შეხვედრა ხვალ, 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close