საზოგადოება

საქართველოს სამეფო კლუბი განცხადება-მიმართვას ავრცელებს

საქართველოს სამეფო კლუბმა გაავრცელა განცხადება – მიმართვა და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ პროგრესის მხარდაჭერაში უნდა მიბაძოს შვედეთის მეფეს, კარლ XVI გუსტავს.

სამეფო კლუბის განცხადება:

,,საქართველომ საკუთარი არჩევანი ნათლად განსაზღვრა – ჩვენი ქვეყანა ევროპულ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანაა. ხოლო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უკვე ავალდებულებს საქართველოს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას მდგრადი განვითარების, მწვანე ეკონომიკის, კულტურული მემკვიდროების, შრომის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დასაცავად.

სამეფო კლუბს მიაჩნია, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს კომპანია არემჯის საქმიანობის შედეგად, აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან. კერძოდ, ადგილი აქვს გარემოს დაბინძურებას, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის განადგურებას, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას. იგივე ითქმის ჰესების მშენებლობებზე დარიალის ხეობაში, სვანეთში, რაჭაში, აჭარაში, ახმეტის რაიონში. ეს გაუაზრებელი მშენებლობები სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ვერც მთლიანად საქართველოს. ამის მაგალითები ნათლად დავინახეთ დარიალის ხეობაში, ამ დროს, წამყვანი ქვეყნები აუქმებენ ჰესებს და გადადიან ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებაზე, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, ამ მხრივ მისაბაძია შვედეთის მეფე, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი პროგრესს, საკუთარ სასახლეზე, დაამონტაჟებინა მზის პანელები, რითიც მაგალითი მისცა მოსახლეობას. სამეფო კლუბი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ღირსეულად დაიცვან საქართველოს ეროვნული ინტერესები და ნუ მისცემენ უფლებას საქართველოში ინვესტორად შემოსულ კომპანიებს, ზიანი მიაყენონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადამიანებს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close