პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა კონსტიტუციური რეფორმის პროცესში მზად არის 1 დათმობაზე წავიდეს

ვენეციის კომისიის მდივნის ტომას მარკერტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონსტიტუციური რეფორმის პროცესში მზად არის 1 დათმობაზე წავიდეს. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

“მთავრობამ გვაცნობა, რომ მზადაა წავიდეს ერთ დათმობაზე კონსტიტუციის პროექტის რეფორმის პროცესში, თუმცა მე არ დავაკონკრეტებ, რა დათმობაზე მიდის საუბარი, ვინაიდან არ გვსურს ჩავერიოთ ამ პროცესში. საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე კონსენსუსის მიღწევის საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისია მხოლოდ მითითებებს მისცემს ქართულ მხარეს“, – განაცხადა ტომას მარკერტმა.

მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევა მთავრობისა და ოპოზიციის პრეროგატივაა და ამისთვის დამატებითი შეხვედრების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება ხვალ დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც გადაიდო, მან აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრის მთავარი მიზანი „კონსენსუსის გამომუშავება და მიღწევაა“.

„ეს შეხვედრა შეიძლება გაიმართოს ან თბილისში, ან სტრასბურგში“, – განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა.

სტრასბურგში საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, საპარლამენტო უმცირესობის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ჩავლენ. სპეციალური შეხვედრა კომისიის ინიციატივით იმართება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close