პოლიტიკა

,,სანამ არ ეცოდინება მსოფლიოს, რომ თავის დაცვა შეგვიძლია, მანამ ჩვენი პატრონი არავინ იქნება”

შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა ე.წ. დეპუტატი, რომელიც 9 ივნისის არჩევნებით შევიდა ცხინვალის ე.წ. პარლამენტში, მიცემული იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ ცხინვალაში, სამუდამოდ აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა.

,,ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე, გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა შიდა ქართლის საქართველოდან ჩამოსაცილებლად. კატეგორიულად მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყველა ე.წ. დეპუტატი, ვინც გუშინ შევიდა ,,იუჟნაია ასეტიას“ პარლამენტში, მიცემული იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო ჩამოსული ე.წ. მეთვალყურეები უცხოეთიდან, სამუდამოდ შევიდნენ იმ შავ სიაში, რომელის თანახმადაც, საქართველოში ლეგალურად ვერასოდეს შემოვლენ. ამ დუმილმა მოგვიყვანა დღემდე, ძალიან მწარე რეალობით. ეს უმოქმედობა და დუმილი, სიმართლის ართქმა, რეალობის დამალვა, სირაქლემის პოზა საბოლოოდ დაგვაკარგვინებს ტერიტორიებს, რომლის გარეშეც საქართველო ვერ იქნება რეალური სახელმწიფო. ომი არ არის აუცილებელი. ხომ არსებობს პრონციპულობა, საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო მოკავშირეები, ამ საკითხით დაკავებული საერთაშორისო ორგანიზაციები?! ვინმეს მიმართა ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე? ისე შემოგვიღობეს სოფლები, სალოცავები, საფლავები, მდინარეები მსოფლიოს არაფერი გაუგია. მაინტერესებს, რად გვინდა სისხლის სამართლლის კოდექსი, თუ არ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთოებას და ტერიტორიულ მთლიანობას?! რისთვის გვინდა 308-ე მუხლი, ,,საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის შესახებ“ რომელიც ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს?! თუნდაც ერთი კაცი, თუნდაც ფორმალურად, პასუხისგებაში არის მიცემული? როდესაც მიეცემიან პასუხისგებაში, დაჯდებიან ინტერპოლის ძებნაში წითელი ცირკულარით, მერე შეიკავებენ თავს არჩევნებში მონაწილეობისგან, პოლიტიკური პარტიის ლიდერობისგან პროკურორობისგან და სხვა თანამდებობისგან აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც. მერე დაინთება მათ ფეხქვეშ ცეცხლი და დაიწყება შემომტკიცების პროცესი. სანამ არ გამოვაცხადებთ სოხუმს საქართველოს დედაქალაქად, დე-იურე, ცხინვალს _ საპარალმენტო ქალაქად, სანამ არ გავუხსნით ცეცხლს მკველელებს, ადამიანის გამტაცებლებს, მეკობრეებს და არ ეცოდინება მსოფლიოს, რომ თავის დაცვა შეგვიძლია, მანამდე ჩვენი პატრონი არავინ იქნება.“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close