პოლიტიკა

,,სამთავრობო ცვლილებები განპირობებულია ჩვენი გუნდის მიერ, რათა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები”

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა კომიტეტის მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარი შეეხო კომიტეტის მუშაობის როგორც საკანონმდებლო საქმიანობის კომიტეტის ჩართულობისსაკითხს ასევე სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციას.
„ჩემი ანგარიში ძირითადათ ეხებოდა კომიტეტის განვლილ ერთი წლის საქმიანობას, ჩვენმა კომიტეტმა დაიწყო მუშაობა კომიტეტის, სპორტის დაახალგაზრდობის სტრატეგიაზე, რომელზეც საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიდის.უღრმეს მადლობას ვუხდი გაეროს განვითარების პროგრამასა დაევროკავშირს, რომლებმაც შეძლეს და დაგვიქირავეს ექსპერტი, რომელიც სტრატეგიაზე მუშაობას ჩვენთან ერთად უძღვება. აქვე მინდა გამოვეხმაუროსამთავრობო სტრუქტურულ ცვლილებებს. ეს სტრუქტურული ცვლილებები განპირობებულია ჩვენი გუნდის მიერ ჯერ კიდე დაანონსებული დაპირებისშესაბამისად, რათა შემცირებულიყო ბიუროკრატიული ხარჯები და უზრუნველყოფილიყო დარგის ოპტიმალური და შედეგიანი მართვა. თუმცაცვლილებების მიუხედავად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში არსებული გამოწვევები და საჭიროებები უცვლელი რჩება.“- განაცხადაკომიტეტის თავმჯდომარემ.
ანგარიშში საუბარი ამომწურავად შეეხო ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს როგორებიცაა: კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები;კომიტეტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობა; სპორტულ ფედერაციებთან, კლუბებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დასპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ; ქვეყანაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში არსებულიმდგომარეობა და კომიტეტის სხვა საქმიანობას.
ანგარიშის წარდგენის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებს ინიციატივით მიმართა და მათ მხარდაჭერა თხოვა ჯანსაღი ცხოვრების დამასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და დანერგვაში.
„ჩემი ინიციატივა იქნება ჩემო კოლეგებო, რომ მხარი დამიჭიროთ, ეროვნული სტრატეგიის დონეზე დავსვათ საკითხი, რომ ჯანსაღი ცხოვრება დასპორტი იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შემდგომსამთავრობო პროგრამაში უმთავრესი პრიორიტეტი იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვა ჩვენს ქვეყანაში.“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ანგარიშის დასრულების შემდეგ, კომიტეტის ანგარიშმა დეპუტატების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია, რომელიც მათ მიერ დასმული კითხვების რაოდენობიდანაც მკაფიოდ სჩანდა. დეპუტატებმა კომიტეტის ანგარიში დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერა აღუთქვეს კომიტეტის თავმჯდომარეს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესასრულებლად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close