საზოგადოება

სამარშუტო ტაქსი ქვეითს დაეჯახა

გურჯაანში სამარშუტო ტაქსი, რომელიც საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კაცი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრით შორს გადავარდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close