პოლიტიკა

,,სადამდე შეიძლება დავიდეს მეცნიერული უზნეობა, როდესაც ალიევის ნავთობ-დოლარებზე გაიყიდება მკვლევარი”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ისტორიკოსებო, არ გრცხვენიათ, სიჩუმისტები ხომ არ ხართ, რატომ დუმხართ?აი, რას წერენ თქვენი აზერი კოლეგა-ისტორიკოსები———თურმე დავით გარეჯში კელიები და სალოცავები მეცხრამეტე საუკუნეში აგვიგია რუსების დახმარებით, ასევე წარწერებიც მაგ დროს გაგვიკეთებია, რათა გაგვეყალბებინა და მიგვეთვისებინა აზერბაიჯანის ისტორია. სასწაული ხომაა, მუსულმანი ხალხი თურმე მთელი არსებობის მანძილზე ქრისტიანულ მონასტრებს აშენებდა ჩუმად, რომ არვის გაეგო. იქნებ მათი თვისტომი არსაცხონებელი შაჰ-აბასის მიერ გარეჯში გაჟლეტილი 6000 ბერიც აზერბაიჯანელი იყო და არ ვიცით? მსოფლიო-ისტორიული აღმოჩენაა ისიც, რომ თურმე ამ ქართული სიწმინდის ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ სამარხებში მიცვალებულნი თურქულად ყოფილან დაკრძალულნი, მაშინ როდესაც თურქები ათ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ გამოჩნდნენ ამ სივრცეებში, გამოდის,რომ თურქ-სელჯუკ-ოსმალები მართალია ცხოვრობდნენ და იხოცებოდნენ შუა აზიაში, მაგრამ იმარხებოდნენ საქართველოში, ათას კილომეტრზე მეტად დაცილებულ ყარაია-გარეჯის ტერიტორიაზე. აფერუმ მათ არქეოლოგიას. აი, სადამდე შეიძლება დავიდეს მეცნიერული უზნეობა, როდესაც ალიევის ნავთობ-დოლარებზე გაიყიდება მკვლევარი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close