საზოგადოება

საგურამოში 89 წლის კაცი დაიკარგა

საგურამოში 89 წლის ოთარ ზურაბიშვილი დაიკარგა. მას ოჯახი და პოლიცია უკვე მეორე დღეა ეძებს. ის სახლიდან 17 ივლისს გავიდა და არ დაბრუნებულა. ინფორმაციას 1tv.geავრცელებს.

ზურაბიშვილის ოჯახის წევრის თქმით, მოხუცს მეხსიერება დაკარგული აქვს და უმწეო მდგომარეობაშია.

მისი თქმით, დაკარგული კაცი მხრებში ძალიან მოხრილი დადის. სახლიდან გასვლამდე, დავით ზურაბიშვილს ეცვა თეთრი გრძელმკლავიანი მაისური და შავი შარვალი.

დაკარგული კაცის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ის, საგურამოდან თბილისში, ვინმეს მანქანით გაჰყოლოდა.

თუ გაქვთ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე – 599 496 991.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close