პოლიტიკა

სააკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

იური ლუცენკოს ინფორმაციით, უწყება მიმართავს სასამართლოს, სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

“ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს სააკაშვილის ადგილსამყოფელი და დააკავეს. დაკავებული დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძების საკითხზე. როგორც შეგპირდით, ძალოვანებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა თავიდან აგვეცილებინა ძალისმიერი მოქმედებები და სისხლისღვრა”, – განაცხადა იური ლუცენკომ.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close