საზოგადოება

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ‌მწყემსები დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ‌მწყემსები დააკავეს.

„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ  კაჯილოვი წითელუბნის საძოვრებზე საქონელს მწყემსავდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. 

დაკავებულები ამ დროისთვის ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. ფაქტს წითელუბანში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ადასტურებს.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მოლაპარაკება ოკუპირებულ ცხინვალთან უკვე დაწყებულია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close