სამართალი და კრიმინალი

როგორ მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს, რომელმაც იგი პატიმრობაში დატოვა

,,გასაგებია, რაც ხდება..."

“დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?!”- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოპოზიციის ლიდერი კვლავ პატიმრობაში დატოვეს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს გაათავისუფლებდნენ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოსო.
“გასაგებია, რაც ხდება…
დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?!
ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი პროპაგანდა, თითქოს სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა დეზინფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close