პოლიტიკა

ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეაჩერეს

ნომერ მეხუთე ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეაჩერეს. დაფიქსირდა დარღვევა, კერძოდ პირველი ამომრჩეველი, რომელზეც შედგა საკონტროლო ფურცელი, არ იყო რეგისტრირებული შესაბამის უბანზე.

ამის გამო საკონტროლო ფურცელი საუბნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში აღარ ჩააგდებინდა და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პროცესი საკონტროლო ფურცლის გარეშე მიმდინარეობდა.

დაიწერა საჩივარი, შედგა ოქმი და ყუთში, რომლის მთლიანობაც დარღვეული არ იყო, მოთავსდა შესაბამისი საკონტროლო ფურცელი.

 ამ დროისთვის 49-ე უბანზე საარჩევნო პროცესი აღდგენილია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close