ვიდეოსაზოგადოება

,,რა აქვს ჩადენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, იხილეთ ფილმში ,,ჰეროკრატია 2 – ივანიშვილის რეჟიმი”

საჯარო მიმართვა რუსთავი 2-ს და გიორგი გაბუნიას:

ა.წ. 20 თებერვალს გადაცემაში “არჩევანი”, არაერთხელ მომიხსენიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, მათ ერთმანეთთან ორჯერ იკამათეს ჩემთან დაკავშირებულ ფაქტებზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ გაავრცელა ჩემზე სიცრუე და შეეცადა ჩემი ღირსების შელახვას, რათა შეინარჩუნოს თანამდებობა, დაფაროს თავის ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული, მაგრამ სათანადოდ არ ხმაურდება. მე ამ დროს სახლიდან ვუყურებდი გადაცემას ანუ ამჯერადაც ვიმყოფებოდი არათანაბარ პირობებში მიქაუტაძესთან.

 გადაცემა ,,არჩევანს” ვთხოვ, დაიცვას სამართლიანობის პრინციპი და მეც მომცეს პირდაპირი ეთერი, რათა იგივე სივრციდან გამოვხატო ჩემი პოზიცია, დავიცვა ჩემი უფლებები. ამავე გადაცემაში ქალბატონმა ანა დოლიძემაც მოუწოდა ჟურნალისტებს, ყურადღება მიაპყრონ ამ საკითხს.
ცნობისათვის: თუ რა აქვს ჩადენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, იხილეთ იუთუბზე ფილმში “ჰეროკრატია 2 – ივანიშვილის რეჟიმი”.
თამარ ხაჭაპურიძე ასოციაცია “მომავლის იმედი”-ს თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close