ჯანდაცვა

რატომ გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციების რიცხვი?

   საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციების სტატისტიკა გაზრდილია. იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეპარტამენტის უფროსს, მაია მაღლაკელიძე – ხომერიკს ვესაუბრეთ.

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი:

_ 2013 წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი სარგებლობდა სამედიცინო დაზღვევის მომსახურებითსახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებითა და კორპორატიული დაზღვევით. დანარჩენი, შესაბამისად, სამედიცინო დაზღვევის გარეშე იყო დარჩენილი და საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა მკურნალობის სრული ღირებულება, რაც დაკავშირებულია მაღალ დანახარჯებთან. ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები თავად ამბობდნენ უარს გეგმური სამედიცინო სერვისების მიღებაზე და ექიმს მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს  ან უკიდურესად დამძიმებული მდგომარეობის გამო მიმართავდნენ. 2013 წლის 28 თებერვალს სამედიცინო დაზღვევის არმქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა. 2014 წლის ბოლოდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი – ამ პერიოდისთვის განხორციელდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მოსარგებლეების ჩართვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში. ყველა მოქალაქისათვის გარანტირებული გახდა თავისუფალი არჩევანის პრინციპის დაცვით, საბაზისო სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისავდომობა საყოველთაო ჯანდაცვისა, თუ კერძო სადაზღვევო პროგრამებით.

_ ამბობენ, რომ კლინიკებში მომართვიანობა  მაღალია. რა მოვლენებმა განაპირობა მოქალაქეების ასე გააქტიურება?

_ გაიზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრევენციული პროგრამებით (სკრინინგი) დაფარული სერვისების თაობაზე, შესაბამისად, მოიმატა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელმა, რამაც თავის მხრივ, განაპირობა დაავადებების, მათ შორის ფარისებრი დაავადებების პათოლოგიის, გამოვლენის სიხშირის, ზრდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის კვალობაზე გაიზარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ხარჯები. ბოლო მონაცემებით, საქართველოში გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ხვედრითი წილი.

_ მხოლოდ საქართველოშია ასე გაზრდილი სტატისტიკა? საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი ინფორმაცია ბოლო ათწლეულის უცხოეთის მაჩვენებლებზე?

_ ბოლო ათწლეულებში აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მსოფლიო მასშტაბით.  ზოგი ექსპერტის აზრით, ეს გარემოება დაკავშირებულია ადრეულ სტადიაზე მცირე ზომის პრეკლინიკურ სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების ზრდასთან. თუმცა ასევე აღსანიშანვია, რომ იზრდება დიდი ზომისა და მოგვიანებით სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა. უფრო მეტიც, ადრეულ სტადიაზე დაავადების გამოვლენის ზრდისა და მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდების მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა გარკვეული ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ზოგიერთი მოსაზრებით, შესაძლებელია, ეს დაკავშირებული იყოს გარკვეული წლების წინ ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების არასათანადო შეფასებასთან. ექსპერტების აზრით, საფიქრებელია, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევების ზრდა მსოფლიო მასშტაბით განპირობებულია ინდუსტრიულ გარემოში არსებული კარცინოგენებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებით; განსაკუთრებით მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს რადიაციული ფონი, ასევე გასათვალისწინებელია სპეციფიკური რისკ-ფაქტორები, რომელთა შორის აღსანიშნავია აუტოიმუნური თირეოიდიტის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, მაგრამ აქვე არ უნდა გამოვრიცხოთ ისეთი არასპეციფიკური ფაქტორი, როგორიცაა სიმსუქნე. არაერთი ფართემასშტაბიანი კვლევის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევების ზრდა დაკავშირებულია მაღალი მგრძნობელობის დიაგნოსტიკური კვევებით კიბოს ადრეულ პრეკლინიკურ სტადიაზე გამოვლენასა და ასევე  მოგვიანებით სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების ზრდასთან, რაც მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია გაზრდილ რადიაციულ ფონთან და სხვა ჯერ-ჯერობით დაუდგენელ კარცინოგენებთან. ამ მიმართულებით კველევები მიმდინარეობს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში.

_ რამდენად გამართლებულია ქირურგიული ჩარევა? ექიმები ხომ არ სცოდავენ და ხშირად კლინიკების დაფინანსების ხელოვნურად გაზრდის გამო რადიკალურ გზას ირჩევენ?

_ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მკურნალობის სქემის არჩევა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ზომებთან, ტიპთან და სხვ. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდებია: ქირურგიული მკურნალობა, რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია. სპეციალისტები, უმეტესწილად, არჩევენ 2 ან მეტი მეთოდით კომბინირებულ მკურნალობას. მკურნალობის სხვა მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია ფარისებრი ჯირკვლის სხვა პათოლოგიების დროს, მაგალითად, როგორიცაა, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი და სხვა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close