პოლიტიკა

რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება? _ ვერსიები, რომლებიც საზოგადოებაში ვრცელდება

 ექსკლუზივი-ანალიტიკა
  ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. ივანიშვილი სამომავლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს, რომელსაც ამ დრომდე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო. ასე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და მის გამხორციელებას ხელს არაფერი უშლის. ამჯერად აქტუალურია კითხვა: რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება? ამჯერად, მას რისი გაკეთება სურს?
ზოგიერთების აზრით, ივანიშვილის ასეთი გადაწყვეტილება დაკავშირებულია სააკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობასთან. ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების ალბათობა და შანსი დღითიდღე იზრდება, რაც, გარკვეულწილად, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია. საზოგადოების დიდ ნაწილს ქართულმა ოცნებამ იმედი გაუცრუა. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალების დროს ქართული პოლიტიკიდან მიშას გასაძევებლდა იბრძოდნენ, ახლა, ერთადერთ გამოსავალს, სწორედ მიშას დაბრუნებაში და მის მკაცრ პოლიტიკაში ხედავენ. ამ მდგომარეობამ სააკაშვილიც გაათამამა და შეიძლება ითქვას, რიხიან განცხადებებსაც აკეთებს. სოციალური  ქსელით გავცელებულ ვიდეო-განცხადებებში ის შეფარვით, თუმცა პირდაპირ ემუქრება ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს. ასე, რომ თუ მიშას ოცნებები გამართლდა და ის საქართველოში დაბრუნდა, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ცუდი დღეს ელით. ხოდა, ბიძინაც მათ გადასარჩენად ბრუნდება პოლიტიკაშიო.
არსებობს სხვა მოსაზრებაც. დიდი ხანია ვრცელდება აზრი, რომ ივანიშვილი აპირებს ახალი გუნდის შექმნას, რადგან მას თანაგუნდელკებმა იმედები არ გაუმართლეს და ისინი, ხალხისა და ქვეყნის ნაცვლად, საკუთარი ჯიბის მსახურებად იქცნენ. იმასაც ამბობენ, რომ ახალი პარტიისთვის ივანიშვილი კადრებს იმ ჯგუფებშიც ეძებს, რომლებიც მას, წლებია თავგამოდებით ებრძვიან და ქვას ქვაზე არ უტოვებენ. ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბიძინა აპირებს საჯარო განცხადების გაკეთებას და ის, საკუთარი გუნდის იმ წევრების მხილებას აპირებს, რომლებმაც, მისი აზრით უღალატეს. ამით კი საბოლოოდ დაასამარებს მათ პოლიტიკურ კარიერასო. ასეთი ნაბიჯით ივანიშვილი ხალხში კვლავ მოიპოვებს ნდობას და ქვეყანაზე ზედამხედველის პოსტს ისევ შეინარჩუნეს. შემდეგ კი, კვლავ წავა პოლიტიკიდან და იქამდე იქნება ჩრდილში, სანამ სიტუაცია მის გააქტიურებას არ მოითხოვსო. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ივანიშვილის კლანის მმართველობა საქართველოში შემდგომ წლებშიც გაგრძელდება.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ვერსიები ამით არ მთავრდება. ერთ-ერთი არის კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები. მავანთა თქმით, ქართული ოცნების შესაძლო კანდიდატი იქნება მისი სასიძო, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და მილიარდერი შეეცდება, ოჯახის წევრი პრეზიდენტად გაიყვანოსო. ერთ-ერთი მორიგი ვერსია რუსული  პოლიტიკის საქართველოში გახანგრძლივებაც არის.
რომელი ვერსია შეეფერება სინამდვილეს, მალე გამოჩნდება. თუმცა, პოლიტიკაში რომ შემთხვევით და დაუგეგმავად არაფერი ხდება, ესეც ფაქტია.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close