საზოგადოება

,,პრეზიდენტობისთვის ბრძოლას თუ ასე გააგრძელებთ, ვიფიქრებთ, რომ ,,ქაჯები” კი არ მიდიან, მოდიან”!

ნინო კვაჭანტირაძე, ჟურნალისტი:

_ ქალბატონო სალომე (პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვისლ მიმართავს_ ნ.ვ.), რა მრჯის, ენა ჩავიგდო და გავისუსო, მაგრამ რა ვქნა, არ მასვენებს გამჩენი, მე, რომელიც საგონებელში ვარ, ხვალ ვის უნდა მივცე ჩემი ამდენი”… ჯოს-ჯოოოოს” ნაყვირები ხმა, ვინ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი?

ჩვენც ხალხი ვართ, ვინც ამ ქვეყნის უბედურებაში ვიხარშებოდით და ვერსად წავედით ამ ქვეყნიდან, უშუქობაში, ომში, პურის რიგებში, წკვარამში და ოხრობაში ვითმინეთ უკეთესის იმედით! … რა გჭირთ, რაა, ცოტათი გაგვიადვილეთ არჩევანის გაკეთება, ეს აგრესიული ირონიები მოიშორეთ, პრეზიდენტობის კანდიდატი ხართ, ოპოზიციის ლიდერი ხომ არა? შეიძლება ზოგიერთ ჟურნალისტს ტვინის განძრევა მართლაც სჭირდებოდეს, მაგრამ ჟურნალისტებს ასე (პრეზიდენტობის კანდიდატები,) მაინც არ ელაპარაკებიან … დავიღალეთ, ქალბატონო სალომე, თქვენ ამ ძირძველი, ათას უბედურებაგამოვლილი, გაძიძგნილი და გადარჩენილი ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას თუ ასე გააგრძელებთ, ვიფიქრებთ, რომ “ქაჯები კი არ მიდიან, მოდიან”!!!!
და პრეზიდენტი სად და რომელ სასახლეში იცხოვრებს, ფეხით ივლის თუ ფაიტონით ეს ნაკლებდ მაინტერესებს, მთავარია ჩემი პრეზიდენტი ფიქრობდეს ჩვენ სად ვიცხოვრებთ და როგორ…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close