საზოგადოება

პრეზიდენტმა უვადოდ მსჯავრდებული ქართველი სამხედრო შეიწყალა

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულების თანახმად, შეწყალების აქტი უვადო პატიმრობაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, გივი დუმბაძესაც შეეხო, რომლის საქმეზეც, ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა მოამზადა და სამოქალაქო ადვოკატირების პროცესი დაიწყო. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე ვრცელდება.

გივი დუმბაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. თავისუფლების აღკვეთის ვადად განისაზღვრა 15 წელი, ხოლო პატიმრობაში ყოფნის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება მომდევნო 6 წლის განმავლობაში უნდა დატოვოს.

ორგანიზაცია გივი დუმბაძის შეწყალების ფაქტს მნიშვნელოვან წარმატებულ გადაწყვეტილება აფასებს და აგრძელებს მუშაობას გივი დუმბაძის “უკანონო მსჯავრდების სრული გადახედვისთვის“.

ამასთან, ორგანიზაცია დეტალურად შეისწვალის, თუ რა საფუძვლებით არ მოხდა გივი დუმბაძის შეწყალება სრული მოცულობიც და შეწყალების კომისიასთან გააგრძელებს ინსტიტუციურ დიალოგს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის აგვისტოში უვადო მსჯავრდებულის, გივი დუმბაძის საქმეზე სპეციალური კვლევა გამოაქვეყნეს, ხოლო 2015 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართეს, პოლიტიკური ნიშნით მჯავრდებული გივი დუმბაძის საქმე გადახედილიყო და ქართელ სამხედროს შეწყალების აქტი შეხებოდა.

ოფიციალური ვერსიით, გივი დუმბაძე, 2008 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს.

ორგანიზაციის მტკიცებით,  დუმბაძის დაკავების რეალური მიზეზი მდგომარეობდა გივი დუმბაძის მიერ გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაციის დავალებაზე უარის გამო, სასამართლო სხდომები გამოყენებულ იქნა აღნიშნული დავალების სისრულეში მოყვანაზე თანხმობის მისაღებად, რაზედაც გივი დუმბაძე, მუდმივად უარს აცხადებდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა. რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს 2004 წელს. მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დუმბაძე ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close