პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი; მოვითხოვ, დადგინდეს ყველა პირი, ვინც მკვლელი გადაარჩინა

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

– მოგეხსენებათ, სუსტი, დაუფინანსებელი, დაუცველი, პოლიტიზირებული პოლიცია სახელმწიფოებრიობის ნგრევის ტოლფასია.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახლახანს, ქობულეთში, მუხაესტატეში მოკლულ ერთ_ერთი განყოფილების პოლიციის უფროს ბუტა ანთაძეს, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, დამნაშავე და მისი ჯგუფი თავს დაესხა, მაგრამ მათ არავითარი პასუხი არ მოსთხოვეს, რადგან ივანიშვილის ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობდნენ, აყალბებდნენ არჩევნებს,ატერორებდნენ მოსახლეობას და წარმოადგენდნენ მმართველი პარტიის ზონდერ-აქტივს, რაც გახდა ინდულგენციის საფუძველი და რამაც შეიწირა პოლიციის მუშაკი.

მე მოვითხოვ, დეტალურად გადამოწმდეს ეს ეპიზოდი წინასწარი გამოძიების პროცესში, დადგინდეს ყველა პირი, ვინც მკვლელი გადაარჩინა თავის დროზე პასუხისმგებლობას და მოამზადებინა ეს საზარელი დანაშაული.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close