საზოგადოება

,,პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ხშირად, ბიზნესმენებს უთვალთვალებენ”

,,სადაც ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი ნივთმტკიცებას ალომბარდებს, იმ სახელმწიფოში ნამდვილად არაფერი არაა გასაკვირი"

საქართველოში უშიშრობის სამსახურის საქმიანობა რომ ძირითადად საკუთარი მოქალაქეების თვალთვალია კომპრომატების მოგროვების მიზნით, ეს ამბავი არახალია. ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო – უთვალთვალებდნენ არა მარტო ოპოზიციას, არამედ ასევე თავისიანებს და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ ახლა მაინც არის ორი არსებითი ხასიათის სიახლე:
ა) როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბიზნესმენებს. ბიზნესის თვალთვალი უფრო პრიორიტეტული ჩანს, ვიდრე პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების. ეტყობა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად ბიზნესმენია და ყველა ბიზნესმენის უფროსი.
ბ) ოდეს ყოფილა აქამომდე მთელი თვალთვალ-მიყურადების ოფიციალური ანგარიში ოპოზიციის ხელში აღმოჩენილიყოს? ასეთი გაჟონვა კი არა და გახეთქვა პირველად მოხდა. თუმცა, საცა ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი ნივთმტკიცებას ალომბარდებს, იმ სახელმწიფოში ნამდვილად არაფერი არაა გასაკვირი: არც ის, რომ აგენტურასთან ბრძოლის ნაცვლად უშიშროებას შპს ჭპყ-ს დამფუძნებლის სექსი უფრო აინტერესებს შპს გპყ-ს მოწილესთან, და, არც ის, რომ მერე ამათი სექსაობის ამბავი ვიღაცას საჯაროდ გამოაქვს.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ 2012 წელს ოცნების კოალიციის ერთ-ერთი საზეიმო დაპირება სწორედ საყოველთაო თვალთვალისა და მოსმენების შეწყვეტა იყო და ამ დროს შეწყვეტა კი არა. მთლად ახალ-ახალი მწვერვალები დაუპყრიათ.
ძალიან დალპა ყველაფერი. შმორის სუნი ასდის უკვე.
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close