სამართალი და კრიმინალი

პატიმრისთვის ფსიქოტროპული ნივთიერების გადაცემისთვის ციხის ექიმი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, ექიმ-თერაპევტმა მსჯავრდებულს აკრძალული საგანი – ფსიქოტროპული ნივთიერება მალულად გადასცა.

უწყებამ ბრალდება წარუდგინა როგორც დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტს, ასევე, ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, წარსულში არაერთხელ ნასამართლევ მსჯავრდებულს.

გამოძიების ვერსიით, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ექიმ-თერაპევტმა დაწესებულების ტერიტორიაზე ფარულად შეიტანა ფსიქოტროპული ნივთიერება დიაზეპამი, რომლის ნაწილიც სხვადასხვა დროს, მორიგეობისას, ფარულად გადასცა მსჯავრდებულს, დარჩენილი ნაწილი კი, თავის სამუშაო ოთახში შეინახა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, ფსიქოტროპული ნივთიერების ნაწილი მსჯავრდებულის საკნის ჩხრეკისას, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექიმ-თერაპევტის სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოიღეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close