კატეგორიის გარეშე

,,პარლამენტში მოვისმენდი მწყობრ სამთავრობო გეგმას, სადღეგრძელოების ნაცვლად”

გადავიხედე პარლამენტის ფანჯრებიდან და დავინახე როგორი გადაშავებულია შავი ჯიპებით ეზო. ძალიან აღტაცებული ვიქნებოდი, პრემიერს რომ ეთქვა, მე ამ ღარიბი ქვეყნის პრემიერი ვაპირებ, ვიარო ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ვიცხოვრო ადამიანების რეალური პრობლემებითო.
ასევე მოვისმენდი მწყობრ სამთავრობო გეგმას, სადღეგრძელოების ნაცვლად, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური პრობლემების დაძლევა.
მაგრამ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც დღეს მაგალითს გვაძლევდა, რომ ხელისუფლებაში თუ ხარ, აუცილებლად ოპოზიცია უნდა გძულდეს და თუ ოპოზიციაში ხარ, ხელისუფლება, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან ჯანსაღი კრიტიკა არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი და ამას, პირობას გაძლევთ, არ დაგაკლებთ.
ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის წევრი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close