საზოგადოება

,,ნუ წვავთ და ანადგურებთ ხალხის ოფლითა და შრომით მოპოვებულ სარჩენ ლუკმა-პურს”

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ რამოდენიმე თვის წინ, მის მიერ გაკეთებული განცხადება, მოსალოდნელ ხანძართან დაკავშირებით საზოგადოებამ უყურადღებოდ დატოვა. თუმცა, ბაზრობაზე დასაქმებული მოქალაქეები დღეს მძიმე რეალობის წინაშე დადგნენ. როგორც პარტიის თავმჯომარე ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, ბაზრობაზე დასაქმებული პირები მოსალოდნელი ხანძრის საშიშროებასთან დაკავშირებით კულუარებში საუბრობდნენ. მათ გარკვეული გარემოებების გამო ხმამაღლა საუბარი არ შეეძლოთ.

,,სამწუხაროდ, რაც ამ წუთებში ელიავას ბაზრობაზე ხდება, არის საგანგაშო, რადგან ჩვენი ხელისუფლება საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად თავისი ქვეყნის მოქალაქეებსაც არ ინდობს და მათ ლუკმაპურს ართმევს. სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენს მიერ, რამოდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებამ და შესაბამისმა უწყებებმა უყურადღებოდ დატოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ე.წ. ელიავას ბაზრობის თანამშრომლების მომართვის საფუძველზე პირველი საგანგებო ბრიფინგი 19 აპრილს გავმართე, სადაც მოსალოდნენ ხანძარზე ვისაუბრე და განვაცხადე, რომ იქ დასაქმებულ პირებს სარეალიზაციოდ გამზადებული საქონელიც კი ვერ შეჰქონდათ მაღაზიებში, რადგან მათ ეშინოდათ ,,ბავშთა სამყაროს” შენობის ბედი არ გაეზიარებინათ და თავისი ქონება, რომლითაც ოჯახებს არჩენენ ფერფლად არ ქცეულიყო.

საუბედუროდ, დღევანდელი ფაქტიდან გამომდინარე, იქ დასაქმებული ადამიანები მართალნი აღმოჩნდნენ და ის გაფრთხილებები, რასაც ისინი ზემო ეშელონებიდან იღებდნენ, ამოქმედდა. ამიტომ მივმართავ შესაბამის უწყებას და პირებს, დაინტერესდნენ ფაქტით და გამოიძიონ ხანძრის გაჩენის რელური მიზეზები.

ახლა კი  ხელისუფლებას მივმართავ, შეწყვიტეთ მუქარის ენით საუბარი და ადამიანებს მიეცით მუშაობისა და ოჯახების რჩენის უფლება, ნუ წვავთ და ანადგურებთ ხალხის ოფლითა და შრომით მოპოვებული ოჯახების სარჩენ ლუკმა-პურს”- აცხადებს ,,ხალხის პარტიის” ლიდერი ალექსანდრე კობაიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close