საზოგადოება

,,ყველამ უნდა ნახოს ეს საოცარი მხარე…” _ ტაბაწყურიკენ მიმავალი გზა სამოთხეა!

   ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა საქართველოსაში მოხსენიებული ტაბისყური —მდებარეობს ბორჯომის რაიონში. რამდენჯერ არ მინახავს ეს საოცარი ადგილი, ყოველთვის ერთი განცდა მეუფლება, სულ მინდა რომ ჩემს გვერდზე იყოს ყველა ჩემი ახლობელი თუ ნაცნობი, რათა მათაც იხილონ ეს საოცარი ადგილი.

ცხრაწყაროს უღელტეხილი მაისში
ტაბაწყურიკენ მიმავალი გზა ცალკე სამოთხეა, ბაკურიანიდან გადაუხვევ თუ არა სულ რამდენიმე კილომეტრში მოხვდება ადამიანი ალპურ ზონაში, სადაც მხოლოდ ულამაზესი მთების საოცარი ფერთაგამა იშლება და თუ გზად ფოტო აპარატიც გაქვს გინდა ყველა ხედი თუ დეტალი აღბეჭდო. ალბათ მარტო რომ მომიწიოს წასვლა არასდროს დანიშნულების დროზე ვერც ავალ და ვერც ჩამოვალ.

ტაბაწყურისკენ მიმავალი გზა
მაგრამ ის, ვინ პირველად მიდის ამ საოცრებათა ლაბირინთებში სამოგზაუროდ ვერც კი წარმოიდგენს, რომ მთავრი წინ ელოდება ტაბაწყურის სახით. გადადგები სოფლის მისადგომებს და აი ხედები…

ტაბაწყური
ტაბაწყური მდებარეობს ზღვის დონიდან 1 991 მ. ჯავახეთის ზეგანზე .სოფელი ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა გაშენებული და საოცარ საონახაობას წარმოადგენს. სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას სომხები წარმოადგენენ. სოფლის მოსახლეობის უმეტესებო მესაქონელობას და მიწათმოქმედებას ეწევა.

ტაბაწყური შემოდგომით
ტაბაწყური მკაცრი კლიმატური პირობებით ხასიათდება და თითქმის სულ ცივა, ზამთარი მკაცრი იცის, რაც შეეხება ბაკურიანი-ცხრაწყაროს დამაკავშირებელი გზა ზამთარში იკეტება დიდთოვლობის გამო თუმცა ახალქალაქიდან ჩასვლა შესაძლებელია.

ტაბაწყური ზაფხულში.
გზად მიმავალს თუ არა იქიდან წამოსულს მაინც წამოგეწევა ადამიანს ნისლი, რომელიც შესაძლოა სრულიად მოულოდნელად განეფინოს ფეხქვეშ და ცოტახნით ღრუბლებს მაღლა მოგზაუროად წარმოგადგენინოს თავი.

ნისლი გვეწევა..
ტყე არ არის, მაგრამ მცირე ხელოვნური ფიჭვნარებია გაშენებული სოფლისა და ტბის გარშემო რომელიც ზაფხულობით დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

მოლითიდან დანახული ტაბაწყურის ტბა
უბრალოდ გეტყვით რომ ყველამ ნახეთ ეს საოცარი მხარე.. მხოლოდ მცირე, ძალიან მცირე ნაწილს ვდებ ფოტოებისას და იმედია სურვილს გაგიჩენთ მოინახულოთ თავად.

სოფელში მდებარე .ეწ. წითელის საყდრის ნანგრევები
მახსოვს, პირველად რომ დავდე ჩემს ფეისბუქ გვერდზე ტაბაწყურის ფოტო ერთ-ერთმა კომენტარში მკითხა ეს შვედეთში ხომ არ არისო?! ეს საოცარი და დიდი პოტენციალის მქონე სოფელი ტაბაწყური აქვე, ბორჯომიდან სულ რაღაც 70 კმ. მდებარეობს რომლის ხილვისას მერწმუნეთ საოცარ ემოციათა ტყვეობაში მოხვდებით.
ბაკურ გელაშვილი, ისტორიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close