საზოგადოება

ნინი გოგიჩაიშვილმა პატარა ონკო-პაციენტებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

სილამაზის ფესტივალის “მის საქართველოს“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება  ქველმოქმედებაა, რომელიც პროექტის “სილამაზე სიკეთისათვის” ფარგლებში ხორციელდება.  ყოველწლიურად “მის საქართველოს“ გამარჯვებულებულები მათ მიერ ორგანიზებულ განსხვავებული მიმართულების საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში “მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-პაციენტებს ეწვია და პატარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა.

ნინი გოგიჩაიშვილის თქმით, ეს დღე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და ამ სიცოცხლით სავსე ბავშვების გაცნობა მისთვის დიდი პატივია:

“დედამიწას მართლაც, რომ სიკეთე ატრიალებს!

დღეს, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შესაძლებლობა მომეცა მომენახულებინა  იაშვილის კლინიკის ონკო-პაციენტები.  სიცოცხლით სავსე, ოდნავ დაღლილი, მაგრამ მოციმციმე თვალებით მათ საოცარი დღე გვაჩუქეს! დიდი პატივი იყო ჩემთვის თითოეული მათგანის გაცნობა! დიდი ხანი ვემზადებოდი ამ ბავშვებთან შესახვედრად და დიდი მადლობა “დიტო ცინცაძის ფონდს”, ქალბატონ რუსუდან ცხომელიძეს, ვინც დამაკავშირა იაშვილის კლინიკასთან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ კომპანიას, რომელიც ჩაერთო ჩემს პირველ საქველმოქმედო აქციაში “სილამაზე სიკეთისათვის”, მის საქართველოს რანგში და გახდა სიკეთის თანამონაწილე. ჩემთვის, ასევე, დიდი პატივია, იაშვილის კლინიკის ფსიქოლოგის პირადად გაცნობა, რომელიც ყველა პატარას უკლებლივ უყვარს! თითოეულ მებრძოლ ბავშვს კი მთელი გულით ვუსურვებ გამოჯანმრთელებას! ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულები იქნებიან და ყველაფერი კარგად იქნება.დაბოლოს, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ დღეს ჩემთან ერთად იყვნენ“, – აღნიშნა ნინი გოგიჩაიშვილმა.

ნინი გოგიჩაიშვილის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ნატურალური  წვენების კომპანია ჩერო – Chero, საკონდიტრო Assorti , ბავშვთა გასართობი ცენტრი Neverland და კომპანია skylantern.ge

,

.

.

.

.

.

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close