პოლიტიკა

ნიკა მელია გადადგა- ყოჩაღ, ნიკა!

პოლიტიკურ მენეჯმენტში ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ზუსტად ამაზეა დამოკიდებული პოლიტიკური პროცესების სიჯანსაღე.
როგორი პოლიტიკური სიმპათიები ან თუნდაც მიუღებლობა არ უნდა გქონდეს პოლიტიკური ლიდერის მიმართ, ყველაფერი მაინც შედეგებით განისაზღვრება.
რა ცვლილებებიც დღეს ნაცმოძრაობაში მოხდა, მხოლოდ ამ კონტექსტშია განსახილველი და არაფერი სხვა. ამიტომ, მხოლოდ მისასალმებელია და პირველ რიგში ნიკას ნაბიჯი – მან აიღო პასუხისმგებლობა და გადადგა. დიდი მადლობა მელიას გაწეული შრომისთვის და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ ახალ პოზიციაზე. ბრავო ნიკა, უდავოდ ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რაც გამოარჩევს ჩვენს პარტიას ნებისმიერი სხვა პარტიისგან და განსაკუთრებით მმართველი უზურპატორი დაჯგუფებისგან.
დავით ნებიერიძე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close