საზოგადოება

ნათია შარაშენიძე: ბოკერიას ისე ანაღვლებს საქართველოს ოკუპაცია, როგორც ჩვენ კორეა

,,ბოლო რამდენიმე წელია, რუსეთი ყოველდღიურად მავთულხლართებით გვღობავს და ეს მარშისტები ვინც არიან, ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ბოკერიას რუსული საფრთხეები კორკოტაშვილის დანახვაზე, რომ გაახსენდა, ესაა სასაცილო. ამ წლების განმავლობაში არც ერთხელ მავთულხლართებთან არ მახსენდენა ბოკერია.  უფრო მეტიც, 2016 წლია 8 ოქტომბერს პუტინისგან დალოცვილ ხელისუფლებას გაურიგდა და გაყალბებული არჩევნები ,,გაუპრავა”. პარლამენტარის სკამმა და ფულებმა რუსული საფრთხეები ისე დაავიწყა, რომ პატრიოტთა ალიანსის პარლამენტში გათრევაზეც კი თანხმობა განაცხადა. ბოლოს, ბოკერიას ისე ანაღვლებს საქართველოს ოკუპაცია, როგორც ჩვენ კორეა, გიგა! თქვენი მოსატყუებელი კბილი უკვე ბიძინამ ამოგვიღო და აღარ ვტყუვდებით ყალბი პატრიოტიზმით დადგმული სპექტაკლებით” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნათია შარაშენიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close