პოლიტიკა

,,მოგიწოდებთ, დადგეთ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს”_ ზვიად კუპრავა ემიგრანტებს მიმართავს

,,საგანგებო მიმართვა ემიგრანტებს.

მონატრებული და გულთბილი გამარჯობა ჩვენო ემიგრანტებო. ძალიან კარგად ვიცი და ვგრძნობ, რაოდენ ძნელია მიატოვო ოჯახი, საყვარელი ადამიანები, სამშობლო და გადაიხვეწო ლუკმა-პურისთვის უცხოეთში, სხვის კარზე. ძალიან კარგად ვიცი, რამდენი ცრემლიანი ღამე გაქვთ საკუთარ თავთან გატარებული უპასუხო კითხვებით, რატომ ?!…. თუმცა ახლა ამაზე თქვენს ყურადღებას და არ შევაჩერებ…
პატივცემულო ემიგრანტებო, ბოლო დროის მოვლენებმა სრულიად მსოფლიოს და ყველას ერთად დაგვანახა, თუ რა უსამართლო და ძალადობრივი სისტემა ჩამოაყალიბა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ის კლავს, მფარველობს მკვლელებს და აყალბებს ყველა საქმეს. პოლიტიკურად დევნის ოპონენტებს, ადამიანებს ტოვებს ულუკმაპუროდ და თითოეულ ჩვენთაგანს იძულებულს ხდის, რომ ქვეყნიდან გაიქცეს.
   ჩემო ემიგრანტებო. უახლოეს მომავალში პირადად ვგეგმავ თითოეულ თქვენაგანთან კომუნიკაციის დამყარებას და ამის მიზეზი არაერთია. სრულად მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები და შეხედულებები ბოლოდროის ყველა პოლიტიკურ პროცესებზე. ასევე ძალიან მინდა, რომ გახდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გაცილების თანამონაწილეები, რაც თქვენი სამშობლოში მალე დაბრუნების გარანტია გახდება. იმ სამშობლოში, სადაც აღარ მოგკლავენ და აღარ დაგჩაგრავენ. 
ამერიკასა თუ ევროპაში. აზიასა თუ ჩრდილოეთში იძულებით წასულებო ამ წუთიდან ველი თქვენს გამოხმაურებებს ყველა საშუალებით და მოგიწოდებთ, დადგეთ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს.
გაძლევთ პირობას, რომ ნებისმიერი თქვენი აქტიურობა და სამშობლოსთვის ბრძოლა არ იქნება არანაირი პოლიტიკური ძალის ანგარიშზე მიწერილი.
ამ სიბოროტეზე და მკვლელ სისტემაზე გამარჯვება თქვენი და ჩვენი უნდა გახდეს !. დიახ იმ ადამიანების ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და ვისაც ამ სიმახინჯეებზე მეტად შუძლია ქვეყნის სამართლიანად და სწორად მართვა. 
ძალა ერთობაში და ჩვენს ხელშია!

დიდი მადლობა წინასწარ ყველას და გისურვებთ გამძლეობას და მალე დაბრუნებას საკუთარ ოჯახში თბილ და საყვარელ ადამიანებთან…” _ წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close