საზოგადოება

,,მიშამ საერთოდ რომ მოგმართათ, არ გიკვირთ?”

,,ის მაინც ყველაზე დიდი, წონიანი პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში, მოგწონთ თქვენ ეს, თუ არა"

ვიღაცეები წერენ, მიშას სიტყვა არ მოგვეწონაო. რა უნდა ეთქვა, თქვენ რომ მოგწონებოდათ, ეს თუ იცით? მგონი არაფერი. სულაც არ უნდა გამოჩენილიყო, თქვენი ნერვული სისტემა რომ არ გაეღიზიანებინა. მე კი მგონია, არ გესმით კონტექსტი: 50 დღის ნაშიმშილარი და არაადამიანური მოპყრობაგამოვლილი, ტონტონ-მაკუტების გარემოცვაში მდგომი, საერთოდ რომ მოგმართავთ, არ გიკვირთ? რაც შეეხება სფიჩს, დიახაც რომ კარგად სტრუქტურირებულიც იყო, ოპტიმისტურიც, ბრძოლისუნარიანობის მაჩვენებელიც. რაც მან თავის მმართველობაზე ისაუბრა – განსაკუთრებით ყოფილი, მოქმედი თუ მომავალი პრეზიდენტების ვიზიტებზე – მსგავსი მანამდე არასოდეს მომხდარა. არსებითი ისაა, რომ მიშა მაინც ყველაზე დიდი, წონიანი პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში, მოგწონთ თქვენ ეს, თუ არა. ესეც კონტექსტია და თუ ანალიზი გსურთ, აქედან უნდა ამოხვიდეთ.

დავით დარჩიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close