პოლიტიკა

,,მთავრობის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკა აპირებს აფხაზეთის აღიარებას”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადება:

,,მთავრობის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკა აპირებს აფხაზეთის აღიარებას. რამოდენიმე დღის წინ, სეპარატისტთა დელეგაცია უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული დამასკოში. აღნიშნულს შეიძლება მოჰყვეს ჯაჭვური რეაქცია არაბულ და ისლამურ სამყაროში, რაც იქნება სრული კატასტროფა.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს სანქციების რეჟიმი ასადის მთავრობაზე და ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ე.წ. მთავრობას საპროტესტო განცხადება მაინც გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებში იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს თავს ხდება”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close