საზოგადოება

,,მთავარი პროკურორობის კანდიდატთა დიდი ნაწილი ადვოკატია… პარადოქსებით სავსეა ეს ქვეყანა”

დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:

_ მთავარი პროკურორობის კანდიდატთა ბრწყინვალება და სიღატაკე!
დღეს მთავრდება მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატურების წარდგენის ვადა. ამ წუთის მონაცემებით მთავარი პროკურორის პოსტზე 20 კანდიდატურაა წარდგენილი:

პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, ლენა კაპანაძე, კოტე ჭილაია და ლევან ძნელაძე.

 კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ, თავისი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.
წარდგენილ კანდიდატურათაგან უმეტესობა ადვოკატია, ზოგიც ადვოკატურაში გადაბარგებული ყოფილი პროკურორი, ზოგი მოქმედი სამართალდამცველი – პარადოქსებითაა სავსე ჩვენი არშემდგარი სახელმწიფოს ცხოვრება, პარადოქსებით და ტირილამდე მისული სასაცილო რეალობით. მთავარ პროკურორობაზე, როგორც „ჩვენი ისტორიული მეგობარი“ ნიგერიელი იტყოდა ფრითენზია აქვთ მეტად საეჭვო წარსულის მქონე ადამიანებს:
ერთი, გარკვეული პერიოდი, თაღლითობისთვის იჯდა „პარაშასთან“, მერე „ბეჭი ამოიგდო“ უმუხრუჭოდ წერა „დანოსები“ საკუთარ ძმაზეც კი, „საჭირო დროს, საჭირო მომენტში“ საჯაროდ თქვა აგენტი ვიყავიო, მდევნიდნენო და შემიბრალეთო. შეიბრალეს და ახლა „სხვაგან, სხვა ვითარებაში“ არბენინეს „დანოსებით“. დღეს ეს „უბიწო და უმწიკვლო“ მთავარ პროკურორობაზე ოცნებობს, წარდგინების „დეპეშაში“ კი მითითებულია – ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს.
ერთი კანდიდატის სახელი საკუთარ უბანს თაღლითობით გასცდა, გახდა იურისტი და დღეს „გადაყრილი“ „კლიენტები“ დასდევენ ფული დაგვიბრუნეო, შენი მოსატყუებელი კბილები კარგა ხნის წინ მოვიცვალეთო. ცოტას „უბერავს“ კიდეც და „ფსიხუშკასაც“ ბეწვზეა გადარჩენილი, მაგრამ არა უშავს – რას ვიზამთ ყმაწვილობა ჰქონდა ჩვენს თაობას ცუდი, ყველამ ვერ გაუძლო. სამაგიეროდ რეკომენდაცია აქვს „ქვას რომ გახეთქავს“ ისეთი, ტიტული არაა დარჩენილი „პაგონებივით“ რომ არ ჰქონდეს აკრული „მორდაზე“.
ერთი კანდიდატი, ისეთი მექრთამე იყო, ისეთი მექრთამე, ყველაზე დიდ კორუმპირებულსაც რომ შეშურდება. ერთიც, „აღსარებას“ იბარებდა და მერე პროკურატურაში გარბოდა და ტექტსი რომ არ დავიწყებოდა უბეში შენახულ „უბის წიგნაკში“ იწერდა. ერთხელაც ეს „უბის წიგნაკი“ ერთგან დარჩა, იარა წიგნაკმა და ერთ რედაქციაში, ერთ ჟურნალისტთან დაიდო ბინა.
ვრცელ ტექსტებს თქვენ არ კითხულობთ, ამიტომ სერიოზული გაგრძელება ამ სერიოზულ თემაზე კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ იქნება
ვოტ ტაკ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close