საზოგადოება

,,მე ვარ აღშფოთებული და ღრმად შეურაცხყოფილი…” – თამარ გვერწითელის პასუხი დავით ოქიტაშვილს

 რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, თამარ გვერწითელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ იგი საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელს, დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებდა. მისი განაწყენების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ გვერწითელის მიერ სიმღერა „ჩემი რუსეთი“-ს შესრულების შემდეგ, ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ არასოდეს არ მისცემდა რუსეთში მოღვაწე მომღერლებს საქართველოში კონცერტის ჩატარების უფლებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სიმღერას, თამრიკო გვერწითელთან ერთად სოსო პავლიაშვილიც ასრულებდა, რომელიც დავით ოქიტაშვილის შვილის ნათლიაა. როგორც ჩანს, პავლიაშვილმა ნათელ-მირონობის გამო შეიკავა თავი და ოქიტაშვილის ამ განცხადებას არ უპასუხა.
 გვერწითელმა კი ოქიტაშვილი არ დაინდო და საკმაოდ მკაცრად განაცხადა:
   „მე ვარ აღშფოთებული და ღრმად შეურაცხყოფილი ბატონი ოქიტაშვილის ამ განცხადების გამო. არ ვაპირებ თავი ვიმართლო იმის გამო, რომ რუსეთში ვმუშაობ, ჩემს რეპერტუარში არის სიმღერა რუსეთზე, რომელსაც სოსო პავლიაშვილთან დუეტში ვმღერი და რომელიც 2005 წელს ჩაიწერა და არა ახლა, როგორც აცხადებს ტყუილად დავით ოქიტაშვილი. ჩამოვალ საქართველოში და აუცილებლად შევიტან სარჩელს ღირსების შელახვისთვის“ – განაცხადა მაშინ გვერწითელმა.
ეს კონფლიქტი მოხდა 2014 წელს, ანუ სიმღერა ფაქტობრივად 10 წლის ჩაწერი იყო. 2010 წელს ოქიტაშვილმა ზარ-ზეიმით მიიღო თამარ გვერწითელი და მას აეროპორტში დახვდა  (შეგახსენებთ, რომ სიმღერა უკვე ჩაწერილი იყო), 4 წლის შემდეგ კი იგივე სიმღერის გამო გაუნაწყენდა მომღერლებს და  განაცხადა, მათ საქართველოში არ ვამღერებო. სწორედ ამ ფაქტმა აღაშფოთა თამარ გვერწითელი – როდის ჩაწერილს, როდის მახსენებენო?!

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=cexbxxJnh64

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close