სამართალი და კრიმინალი

მესტიის სასტუმროში პოლიციისთვის დაუდგენელი პირებისგან ცივი იარაღით დაჭრილი მოქალაქე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის  11 ივლისს,ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ.შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში  ლ.ფ.-ს და მის  ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.თ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდევადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close