პოლიტიკა

,,მელიამ და მისმა მცირე გუნდმა უნდა დატოვონ ნაცმოძრაობა, რაც შეიძლება სწრაფად”

,,ქოცების პრივატიზირებულ ოპოზიციას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა და მის ყალბ, სიმულაციურ და ბინძურ თამაშებშია შესული..."

,,სანამ ნაციონალურ მოძრაობაში სრულფასოვანი რეორგანიზაცია არ ჩატარდება კადრების თვალსაზრისით და პოლიტსაბჭო მთლიანად არ შეიცვლება, გადაჭარბებულად ზედმეტია რაიმე სახის მასშტაბურ, უწყვეტ და რეალურად ეროვნულ პროტესტზე ლაპარაკი, წყნარ რეჟიმში ქოცების პრივატიზირებულ ოპოზიციას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა და მის ყალბ, სიმულაციურ და ბინძურ თამაშებშია შესული საზოგადოებისა და ამომრჩევლის თვალში იმის დასანახად, რომ იბრძვიან და რამეს აკეთებენ. ისედაც იმედგაცრუებული, ნდობადაკარგული და გულნატკენი ხალხის ნაწილს კიდევ გამოიყვანენ გარეთ, გაუჩენენ იმედს რომ რაღაც იცვლება, თითქოს რომ ბრძოლა ახლა იწყება, კარგად დაღლიან, გატეხავენ, საბოლოოდ გაამასხარავებენ, გაამარგინალებენ და ფინალი პროტესტის აქციის დაშლით დასრულდება, რის შემდეგაც უკვე ბოლო მოტივაციის, სტიმულის, იმედისა და ენერგიის რესურსი ამოიწურება და ნაციონალურ მოძრაობას არათუ ვინმე გაყვება გარეთ პროტესტისთვის, არამედ მომხრეების ძალიან დიდ ნაწილს დაკარგავს. მიხეილ სააკაშვილის ერთგულო მომხრეებო, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებო ვფიქრობ, რომ მელიამ და მისმა მცირე გუნდმა უნდა დატოვონ ეს პარტია რაც შეიძლება სწრაფად და სათავეში ჩაუდგეს ახალი ლიდერი, რომელსაც გამჭირვალედ, დემოკრატიულად და სამართლიანად აირჩევს ენმ-ს ერთგული, იდეური მხარდაჭერი ელექტრონული კენჭისყრით ყოველგვარი ფეიკგვერდებისა, ტროლებისა, ყალბი ექაუნთებისა და ბოტების გარეშე, რისი ნათელი მაგალითიც გვქონდა არც თუ ისე შორეულ წარსულში. მალე უნდა მოხდეს ეს, დრო ვეღარ ითმენს. აზრების დაფიქსირებას ველოდები. ხალხის პარტიაზე გარეწარი, ორმაგი აგენტ და არარაობა ბოკერიას გავლენები ნულოვან მაჩვენებლამდე უნდა დაეცეს. სწორედ მისი მთავარი ამოცანაა, ამ 9 წლის მანძილზე დიდი ოპოზიციური მხარდაჭერის მქონე პარტიის მარგინალიზაცია და მიხეილ სააკაშვილის განეიტრალება, რასაც მისი პაიკების მეშვეობით თამაშ გარე მდგომარეობიდან ცდილობს მთელი გულითა და სულით, უბრალოდ არ გამოსდის და ეგ ამბავია” _ წერს სამართლის დოქტორი გიორგი ცააძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close