საზოგადოება

მარიკა არევაძე: მოსამართლე დიანა ფარქოსაძეზე შესაძლებელია, ხდებოდეს ზეწოლა

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ ხვალ უნდა გამოცხადებულიყო გადაწყვეტილება ბავშვთა სამყაროს დაზარალებულთა იმ ნაწილის საქმეზე, რომლებსაც არ მიუღიათ 3000 ლარი ქ. თბილისის მერიიდან ერთჯერადი დახმარების სახით.

ამ საქმეში ჩვენ ვედავებით ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს, რომ მოახდინეს დაზარალებულთა ნაწილის დისკრიმინაცია და ვითხოვთ ამ ხალხზეც მოხდეს ერთჯერადი დახმარების გაცემა.

რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს სასამართლოდან და მითხრეს, რომ გამოცხადება 16 დღით გადაიდო. საფუძველი რომ ვიკითხე მიპასუხეს, რომ მოსამართლე ჯერ ვერ იღებს გადაწყვეტილებას.

რას ნიშნავს ეს ?
მე პირადად მიჩნდება გონივრული ეჭვი იმისა, რომ მოსამართლე დიანა ფარქოსაძეზე შესაძლებელია, ხდებოდეს ზეწოლა.

იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილების შედეგი ამ ეჭვებს გამიქრობს და ეს მხოლოდ და მხოლოდ არასწორ ეჭვად და ვარაუდად დარჩება !!!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close