მსოფლიო

კუნძული, სადაც მხოლოდ შიშველ კაცებს უშვებენ, იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა

იაპონელებისთვის წმინდა კუნძული ოკუნოსიმა, სადაც წელიწადში ერთხელ მხოლოდ შიშველ მამაკაცებს შეუძლიათ სტუმრობა, იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ინფორმაციას News Week ავრცელებს.

იაპონური მითოლოგიის მიხედვით, კუნძული მეზღვაურების მფარველი ქალღმერთ ოკიცუს სახლად ითვლება. კუნძულზე მისი სახელობის ტაძარიც არის აგებული, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება. კუნძულზე ქალების შეშვება კატეგორიულად იკრძალება

ტრადიციის თანახმად, კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ გარკვეული რელიგიური მიმდინარეობს მღვდლებს შეუძლიათ. ასევე, წელიწადში ერთხელ, 27 მაისს კუნძულზე 200 შიშველ კაცს შეუძლია გადასვლა. კუნძულიდან კაცებს არაფრის წამოღება შეუძლიათ. კუნძულზე აკრძალულია ფოტო და ვიდეო გადაღებაც.

კუნძულზე რუსეთ-იაპონიის ომში დაღუპული მეზღვაურების სულის მოსახსენებელი რიტუალი სრულდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close