საზოგადოება

,,კიდევ ერთმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი აზარტული თამაშების გამო”

,,ცუდი ამბავი გავიგე. კიდევ ერთმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი აზარტული თამაშების გამო. ალბათ ასობით და ათასობით ახალგაზრდა ემსხვერპლა თამაშდამოკიდებულებას. უამრავი ოჯახი გაანადგურა, ათასობით ბავშვი დააობლა…

სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა ამ პრობლემის დარეგულირებას, თუმცა რეალური ნაბიჯი არავის გადაუდგამს მის მოსაგვარებლად. როდემდე?! კიდევ რამდენი ოჯახი უნდა განადგურდეს? რამდენმა ადამიანმა უნდა მოიკლას თავი?

კვირიკაშვილი გამახსენდა ახლა, უნებლიედ. თუ როგორ გვპირდებოდა რეგულაციებს… ჩვენ არ გვჭირდება ისეთი პრემიერი, რომელსაც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაც კი არ შეუძლია…” _ აცხადებს უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close