პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მე არანაირი კლანი არ მაქვს და არც მქონდა

,,როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძვი?" _ პრემიერის პასუხები ალეკოს

“ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი, მე დავზიანდი ყველაზე მეტად”, – ასეთი განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა ალეკო ელისაშვილის შეკითხვის პასუხოდ, რომელიც ე.წ. “კახურ კლანს” შეეხებოდა.

ღარიბაშვილის თქმით, ელისაშვილი “ნაცების” რიტორიკასააა აყოლილი და არანაირი”კახური კლანი” არ არსებობს.

“ბატონო ალეკო, თქვენ აყოლილი ხართ, როგორც ჩანს, ამ “ნაცების” რიტორიკას. მოდი ჩამოვყალიბდეთ, მქონდა თუ მაქვს რაღაც კლანი? ეგ ვერ გავიგე თქვენგან. მე არანაირი კლანი არ მაქვს და არც მქონდა. მგონი მოსახლეობისთვის არააა საინტერესო მე ვისთან გავწყვიტე ურთიერთობები. 

ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი, თუ ვინმეს გულისხმობთ და არ ვიცი ვის გულისხმობთ, მე დავზიანდი ყველაზე მეტად. ეს იყო 6 წლის წინ. შეცდომა ყველას მოსდის. უშეცდომო არავინ არ ვართ. ისეთი საკითხია ფილოსოფიური შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ, აგიხსნით ჩემს მოტივაციას და დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ”, – თქვა ღარიბაშილმა.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წესებით ცხოვრობს და ვინც ამ წესებს არღვევს  იმ ადამიანებთან ურთიერთობას წყვეტს.

რაც შეეხება ოპოზიციასთან ბრძოლას, ღარიბაშვილმა ელისაშვილს მოუწოდა “ნაცების კომპლექსიდან” გამოვიდეს.

“მე არ ვებრძვი ოპოზიციას, გამოდით ამ “ნაცმოძრაობის კომპლექსიდან”. მე ვიცი, რომ თქვენ ხართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ამიტომ ზიხართ პარლამენტში. მე ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს. როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძვი? “, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close