საზოგადოება

,,ინვესტორს გაუჩნდება განცდა, რომ მშენებლობა შეუძლია ყველგან” _ ხმაური თბილისის გენგეგმის განხილვაზე

 თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვას შეხვედრის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

შეხვედრაზე თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით მერიამ შენიშვნები წარმოადგინა. როგორც მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა, გენერალური გეგმის ავტორების მიერ არ არის შემოთავაზებული, როგორ უნდა განხორციელდეს დოკუმენტში გაწერილი ძირითადი კონცეფციები.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვაზე სამარცხვინო განცხადებები კეთდება.

„შეურაცხყოფილი ვარ იმ სასამართლოთი, რაც გენგეგმის ჯგუფს მოუწყვეთ. ერთი საათია, ვისმენ არგუმენტებსა და სამარცხვინო განცხადებებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას პასუხად კალაძემ განაცხადა: „თქვენი შოუ ვერ იქნება. არ მოგცემთ პოპულიზმის საშუალებას, პოლიტიკური ზრდილობა იქონიეთ, ნერვები დაიმშვიდეთ“.

გარდა ამისა, დოკუმენტის განხილვის დროს ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვატო შაქარაშვილი და „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

გენგეგმის განხილვის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ელენე ხოშტარიამ, ალეკო ელისაშვილმა და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა ამჟამად სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.

გენგეგმის დოკუმენტი „სითი ინსტიტუტის“ მიერ არის მომზადებული. აღნიშნულ დოკუმენტზე დედაქალაქის მთავრობას აქვს შენიშვნები.

როგორც ილია ელოშვილმა განმარტა, გენერალური გეგმის ავტორების მიერ არ არის შემოთავაზებული, როგორ უნდა განხორციელდეს დოკუმენტში გაწერილი ძირითადი კონცეფციები. მისივე თქმით, გენგეგმის არსებული ვერსიით მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ინვესტორს გაუჩნდება განცდა, რომ მშენებლობა შეუძლია ყველგან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close