პოლიტიკა

,,ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრადაც ,,ქართუ ბანკი”-ს პლასტიკური ბარათების განყოფილების უფროსი შეგვირჩია”

ვინ არის ჯუანშერ ბურჭულაძე და რა კავშირი აქვს მას თავდაცვის სამინისტროსთან

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე: ,,ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრადაც კი ქართუ ბანკის პლასტიკური ბარათების განყოფილების უფროსი შეგვირჩია. მოკლედ სულს ღაფავს სახელმწიფო გადარჩენა ჩვენზეა”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბურჭულაძემ 1998 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი დაამთავრა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, 2010 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ფინანსური მენეჯერი იყო, ხოლო 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით „კორ სტანდარტ ბანკის“ საბურთალოს ფილიალის მმართველი და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის განყოფილების მმართველი.

2004-2005 წლებში ჯუანშერ ბურჭულაძე „ქართუ ბანკში“ მუშაობდა და პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო. სხვადასხვა დროს მუშოაბდა საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტად, შპს „ლუქსის“ ფინანსურ მენეჯერად, 1998 -1999 წლებში კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი იყო

ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი მოადგილე ჰყავს, მათგან სამი – ჯუანშერ ბურჭულაძე, რატი ბრეგაძე და დავით სუჯაშვილი თანამდებობებზე ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაინიშნენ. ამ დრომდე თანამდებობას ინარჩუნებს ლელა ჩიქოვანი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2016 წელს დაინიშნა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close