საზოგადოება

,,თქვენ გააერთიანებთ ამ არეულ პოლიტიკურ სპექტრს და ქვეყანას?”

,,დავიღალეთ…
რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გაიმართა დიპკორპუსის წარმომადგენლებთან. საქართველოს საელჩოებს უცხოეთში უდიდესი მისია აკისრიათ, ურთულეს გეოპოლიტიკურ რეგიონში მყოფი ქვეყნის გამოწვევები სრულად გააცნონ იმ ქვეყნებს,სადაც ისინი მოღვაწეობენ. მათ სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, გადის რამდენიმე საათი და იწყება სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს შორის ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება, რა გემართებათ?თუ სამი უმაღლესი ხელისუფალი ერთმანეთში ვერ შეთანხმებულხართ? თქვენ გააერთიანებთ ამ არეულ პოლიტიკურ სპექტრს და ქვეყანას?ერთი წუთით რიგითი ქართველის პოზიციიდან შეაფასეთ, საზოგადოებაში ეს იწვევს ხელისუფლებისადმი ნიჰილიზმს და უპატივცემულობას,არც უცხოელ მტერ-მოყვარეს დარჩება შეუმჩნეველი ეს კინკლაობა და ინტრიგები…
ქვეყანაზე იფიქრეთ ბატონებო,ქვეყანაზე და ამ ფიქრით გააკეთეთ განცხადებები” _ აცხადებს პროფესორი, ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close