სამართალი და კრიმინალი

თურქეთში საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით მოკლეს

თურქეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. შემთხვევა 28 ივნისს მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია.

“29 ივნისს გენერალურ საკონსულოში ქ.სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადასვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და ქ.სტამბოლის მერიის მხარდაჭერით მოხდება დღეს”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროში.
თურქეთში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

პირველი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close