პოლიტიკა

თეა წულუკიანი: უსაფუძვლო სპეკულაციები სამარცხვინოა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძარის დროული ლიკვიდაციისთვის მაშველებს მადლობას, უხდის ხოლო პოლიტიკოსებს უსაფუძვლო სპეკულაცუაში ადანაშაულებს. “რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, მე ვფიქრობს, რომ უსაფუძლოა, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. მეხუთე წელი დაიწყო, რაც ეს გუნდია ქვეყნის სათავეში და მისთვის მთავარი არის ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებები, ამიტომაც უსაფუძვლო სპეკულაციები სამარცხვინოა. მთელი ღამე მორალურად ვგულშემატკივრობდით თითეულ მეხანძრეს, რომლებიც ადგილზე ებრძოდნენ ცეცხლს და მადლობა მათ. რამდენიმე მეხანძრე დაშავდა კიდეც და მათ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დაშავებული და დაზარალებული ადამიანების შველა. “პირველი არის ადამიანების დახმარება, მეორე გამოძიება, მესამე სრულიად უზნეობად მიმაჩნია, როცა პოლიტიკოსები ასეთ დროს პოლიტიკური დივიდენტების მოპოვებას იწყებენ. მესმის მერობის კანდიდატების, რომ ასეთი სიტუაციის გამოყენება უნდათ, მაგრამ მერწმუნეთ ეს ყოველთვის ცუდად მუშაობს. საჭიროა დაზარალებულების დახმარება და ობიექტური გამოძიება”- განაცხადა ბესელია.

ეს განცხადებები რუსთავში სასამართლო საქმეთა ელექტრონული გადანაწილების პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ გაკეთდა.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close