საზოგადოება

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს თბილისის 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

გუშინ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ესტუმრნენ ქ. თბილისის 69-ე საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები , დირექტორის ბატონი სოსო ფარმაზანაშვილის და კლასის ხელმძღვანელის ქალბატონი მანანა ონიაშვილის ინიციატივით.
,,დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ბატონ სოსოს კაცობისათვის, ადამიანობისათვის და სიკეთისათვის. ბავშვების მოყვანა თავშესაფარში ჩვენი შეფასებით, ნიშნავს, რომ მათ ცნობიერებაში ჩამოყალიბდება ერთგულების აუცილებლობა და მომავალში, საზოგადოების კარგი წევრები იქნებიან.

სტუმრებმა დაათვალიერეს თავშესაფარი, მოეფერნენ და სითბო აჩუქეს ჩვენს ბინადრებს და საჩუქრად ერთი ტომარა ჩაპი დაუტოვეს.
დიდი მადლობა მათ, ამ სიკეთისათვის” _ გვითხრეს თავშესაფარში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close