საზოგადოება

თავდასხმის შემდეგ ჰაკერებმა წარწერა დატოვეს _ წაშლილია ცნობილი ვიდეო-კლიპები

ჰაკერული თავდასხმის შედეგად Youtube-დან რამდენიმე ცნობილი ვიდეოფაილი წაიშალა, მათ შორის “despacito” რომელსაც 5 მლრდ-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. აღნიშნული ჰაკერული შეტევა Youtube-ის 13 წლიანი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.

Despacito-ს გარდა ასევე წაშლილია შაკირას, ტეილორ სვიფტის, სელენა გომესის და სხვა ცნობილი შემსრულებელების ორიგინალი ვიდეოკლიპები, რომელთაც ასობით მილიონი ნახვა გააჩნდა. ჰაკერები Prosox და Kuroi’sh-ის სახელით მოქმედებდნენ შეცვალეს ვიდეოს თამბნეილი და დატოვეს წარწერა „თავისუფლება პალესტინას“.

Youtube 2005 წელს დაარსდა, მასზე 1 წუთის განმავლობაში 400 საათის ხანგძლივობის ვიდეო იტვირთება და მილიარდზე მეტი ინიკალური მომხმარებელი ჰყავს. საიტი 2006 წელს 1.65 მილიარდ დოლარად Googl-მა შეიძინა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close