საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძე: ადამიანს აქვს უფლება, საკუთარ სხეულს რაც უნდა ის უქნას, თუნდაც მოკლას

ზურაბ  ჯაფარიძე,  მოძრაობა ,,გირჩი”-ს ლიდერი:

 ადამიანის უფლების ფუნდამენტი არის ის, რომ ადამიანის სხეული არის 100% მისი საკუთრება და არავის აქვს უფლება. ადამიანს აუკრძალოს, საკუთარ სხეულს რაც უნდა ის უქნას. ზოგადად, რაც უნდა ის უქნას. ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლება, გამომდინარეობს აქედან. საუბარი გამოხატვის, სიტყვის, შეკრების თვაისუფლებაზე და ნებისმიერ რაღაცაზე, ზღაპარია, თუ ადამიანის სხეული … ადამიანს აქვს უფლება საკუთარ სხეულს რაც უნდა ის უქნას და წერტილი. ეს არ არის არც სახელმწიფოს და არც არავის საქმე. მათ შორის, თუნდაც მოკლას. არ ვაღიარებ საზოგადოების უფლებას, რომ მე განმისაზღვროს, ჩემს სხეულს რა უნდა ვუქნა. ყველა მიხედავს საკუთარ თავს.

მეორე საკითხია, თუ შეხედავ ჯანდაცვის კუთხით მარიხუანას ლეგალიზაციას და დეკრიმინალიზაციას. არავინ ამტკიცებს, რომ მარიხუანა კარგია ან ცუდი. ამ ქვეყანაშიც და ბევრ ქვეყანაშიც ნარკიტიკები არის ლეგალურიც და ბევრი. საქართველოში არის ლეგალური ალკოჰოლი, ნიკოტინი, კოფეინი და აქედან, ნიკოტინი და ალკოჰოლი ცალსახად უფრო მავნეა, ვიდრე მარიხუანა. ვერ იპოვით დედამიწაზე ქვეყანას, სადაც აფთიაქში იყიდება ორნახადი არაყი ან თუნდაც ნიკოტინი. თუმცა იპოვით ბევრ ქვეყანას, სადაც აფთიქში მარიხუანა იყიდება.

მესამე საკითხი არის ეკონიმიკური. არანაირი მონოპოლია არ უნდა იყოს. ლეგალიზაციის ნუ გვეშინიათ. ეს სიტყვა მიანიშნებს, რაღაც კონკრეტული ნივთიერების ბაზარზე რეგულირებულ დაშვებაზე. ისეთზე., როგორი რეგულირებითაც არის დაშვებული ალკოჰოლი და ნიკოტინი. იყოს ასაკობრივი ზღვარი. როგორც სიგარეტის მიყიდვა არ შეიძლება პატარა ბავშვზე, ისე იყოს ესეც. იყოს გაფრთხილება, რომ შეიძლება, ეს საფრთხის შემცველი იყოს, ხელმისაწვდომი არ იყოს ფასი, დაადონ აქციზი, ისე, როგორც სიგარეტზე და ალკოჰოლზეა. ეს რეგულაციები არის იმ რეკომენდაციებში, რომელსაც იძლევა ნარკოტიკების გლობალური კომისია. ეს წერია გაეროს არაერთ რეკომენდაციაში. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მოსაწევი ქუჩაში დაყანონ და ბავშვებმა აიღონ, ეს არის ბოდვითი ხედვა. საუბარია ისეთივე რეგულირებულ დაშვებაზე, როგორც არის დაშვებული არაერთი ნარკოტიკი.

… ამ ბოდვაში დრო იწელება და ამასობაში, კონკრეტულ ადამიანებს სიცოცხლე აქვთ გამწარებული _ ციხეში სხედან, შანტაჟის ქვეშ არიან. ყოველდღიურად მათ ფულს სძალავენ, მეგობრებზე ეუბნებიან, ჩაუშვიო, არჩევნების წინ ეუბნებიან, ხმები მომიტანე შენი უბნიდანო, კატასტროფაა, საშინელეაში ვცხოვრობთ,

პირადად აღარ ვაპირებ დაველოდო ზღაპრებს, რომ საგაზაფხულო სესიამდე გადაიდოს და მერე საშემოდგომო სესიაზე იქნება რამე. ლოდინს არ ვაპირებ და ამიტომ დავაყენე კონკრეტული ულტიმატუმი. ვიცი, რომ ვარღვევ კანინმდებლობის 265-ე მუხლს და მემუქრება 8 ან 12 წელი ციხე, ბოდიში და ფეხებზე მკიდია. ჩემთან ერთად არის კიდევ 500-მდე ადამიანი, ვინც იძახის, რომ ჩემთან ერთად მოვა და პლანს დათესავს. არის კიდევ 1500 ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მოვა და მხარს დაგვიჭერს. მოვიდნენ და დაგვიჭირონ, ვის დაიჭერენ, მაგასაც ვნახავ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close