საზოგადოება

ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაჰყავთ

პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაყავთ. ინფოპრმაციას “ქრონიკა” მის შვილზე დაყრდნობით ავრცელებს. რატიანის ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოეტს ტვინის შერყევა აქვს, ცოტა ხნის წინ კი ძლიერი ტკივილი დაეწყო.

პოეტის საქმეზე სასამართლო პროცესი კი დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა, ადვოკატი განხილვის გადადებას მოითხოვს.

ადვოკატ ანი ნასრაშვილის განცხადებით, რატიანის დასწრება პროცესზე აუცილებელია და ვინაიდან ის დღეს შეუძლოდ არის პროცესი უნდა გადაიდოს.

დაცვის მხარე დღესვე პროკურატურაში განცხადების შეტანას და რატიანის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას გეგმავს.

საქმე შეეხება რატიანის დაკავების პროცესში პოლიციელების მიერ მის ცემის სავარაუდო ფაქტს, რომლის შესახებაც თავად პოეტი აცხადებს.

სამართალდამცველების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ ფაქტი დადასტურდება, პოლიციელები დაისჯებიან, მაგრამ ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო პასუხის გაცემა.

შსს-მ მომხდარზე 24 დეკემბერს ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენა. ამასთან მეზვრიშვილმა დასძინა, რომ პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველებს მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close