საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი: ჩვენი საყვარელი პატრიარქი არის ასაკში, თავი შეიკავეთ მისი განერვიულებისგან

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან დაკავშირებით:

,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული ვარ საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული წინასწარ გააზრებული კამპანიის გამო, რომელმაც სისტემატური ხასიათი მიიღო. ზოგიერთი პოლიტიკოსი არ საუბრობს მურუსიძეებზე, ჩინჩალაძეებზე, ქვეყნის ამაოხრებელ პროკურორებზე, ადამიანის მწამებელ პოლიციელებზე, ოდიოზურ-მაფიოზურ პოლიტიკოსებზე, ივანიშვილის და სააკაშვილის რეჟიმზე, მაგრამ დაიწყეს საპატრიარქოს მიზანმიმართული ლანძღვა, რომელსაც არ აქვს დასასრული. დაუშვებელია! ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუციაზე ასეთი შეტევა.

მე, ზაზა ხატიაშვილი გახლავართ ჩვეულებრივი მრევლი და ვიცი ის პრობლემები, რაც არის ეკლესიაში, მაგრამ ქართული სამოციქულო ეკლესია ქვეყანაში რჩება ყველაზე ზენობრივ ინსტიტუციად. პატივცემულო საზოგადოებავ! ჩვენს ქვეყანას ჰყავს უწმიდესი და უნეტარესი ილია მერე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, ერის მთავარი ღირსება, ცოცხალი წმინდანი, რომლის მოღვაწეობის შეფასებას დასჭირდება წლები. ჩვენი საყვარელი პატრიარქი არის ასაკში, თავი შევიკავოთ პატრიარქის განერვიულებისგან, ნუ ვცოდავთ უფალს.

ჩემთვის ყველაზე დიდი საოცრება იყო ის, როდესაც შევხვდი ჩვენს პატრიარქს. ალბათ ყველა ის პირი დამეთანხმება ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია პატრიარქს, რომ იმ დიდ სიკეთესა და სითბოს, რაც ჩვენი პატრიარქიდან მოდის არ შეიძლება შეედაროს რაიმე გრძნობა. უფალო! დიდხანს გვიცოცხლე ჩვენი პატრიარქი, უწმიდესი და ინეტარესი-ილია მეორე”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close